წყალბადის ზეჟანგის წყალში გარევა და დალევა, შეიძლება თუ არა კორონავირუსთან საბრძოლველად – ბიძინა კულუმბეგოვი

-„არალოგიკურია, როცა ადამიაებმა აფთიაქებიდან მასიურად დაიწყეს ზეჟანგის შეძენა და ამით კორონავირუსთან ბრძოლა.

ეს ძალიან სერიოზული სადეზინფექციო საშუალებაა. წყალბადის ზეჟანგის წყალში გარევა და დალევა სახალხო მედიცინასაც კი არ მიეკუთვნება. პირიქით, ეს საშიშია ჯანმრთელობისთვის. მას ძალიან სერიოზული იონებისა და აგრესიული რადიკალების წარმოქმნის თვისება აქვს. წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება მხოლოდ ზედაპირების დამუშავებისთვის. უნდა ვიცოდეთ,  ინფექცია იჭრება არა მხოლოდ პირის ღრუთი, არამედ, ყველაზე მეტად – ცხვირის ღრუდან. შესაბამისად, ცხვირში, თვალში, პირში, სადაც ლორწოვანი გარსია, ყველგან რომ წყალბადის ზეჟანგი ჩავიწვეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შეიძლება, ტოქსიკური რეაქცია მივიღოთ და ჯანმრთელობა ვეღარასდროს გამოვისწოროთ. ყველას ძალიან ვთხოვ, ამას ყურადღებით მოეკიდონ. დაიცვან ხელის ჰიგიენა, ატარონ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.  არავითარი წყალბადის ზეჟანგი ამას არ სჭირდება“, – განაცხადა განაცხადა PosTV-სთან საუბრისას იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები