ხაბიბ ნურმაგამედოვმა დიდი ბრიტანეთის ტურნეში მონაწილეობაზე უარი თქვა

ეთნიკურად დაღესტნელი, კავკასიელი ხაბიბ ნურმაგამედოვი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელს რუსეთშიც. ხაბიბ ნურმაგამედოვს შერეულ ორთაბრძოლაში დიდი წარმატებები აქვს.

ყველაზე გახმაურებელი ბრძოლა მას, ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკრეგორთან აქვს მოგებული. რომელიც კონორ მაკრეგორის დამარცხების შემდეგ, საზოგადოებას მისი მხრიდან პროვოკაციული, კერძოდ კი, ჰაბიბის დამცინავი პოსტებითაც დაამახსოვრდა.

ხაბიბი რუსი ქალბატონების გულთამპყრობელია და მათში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, ახლახანს, ყველა ნურმაგამედოვის გულშემატკივრისთვის გულდასაწყვეტი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც რუსული მედიასაშუალება www.mk.ru გვაუწყებს:
ხაბიბმა დიდი ბრიტანეთის, UFC-ს ტურნეზე, რომელიც მსუბუქ წონით კატეგორიაში უნდა გამართულიყო, უარი თქვა.

სპორტსმენს მიზეზი არ დაუსახელებია. რატომ არ მიიღებს ის ტურნეში მონაწილეობას, უცნობია.

რამდენადაც ცნობილია, ის მანჩესტერში 12 ივნისს, მიდლენსში 14 ივნისს, ხოლო საბოლოოდ ლონდონში 15 ივნისს შეჯიბრებაზე უნდა გამოცხადებულიყო.

კომენტარები