„ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით“ – ილია მეორე

-„ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა.

ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით, „რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი – გამოცდილებასა.

„რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.

პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.

ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი?! ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
1993 წელი

კომენტარები