ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ბავშვებში ახალი უცნობი ანთებითი დაავადება დააფიქსირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ბავშვებში ახალი უცნობი ანთებითი დაავადება დააფიქსირა. დაავადება, შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში. ამ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ იტალიაში, აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში დაავადების უკვე ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კავასაკის დაავადების ნიშნებით არიან გადაყვანილი, რაც გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, გულსა და სხვა ორგანოებზე. მათ ასევე აღენიშნებათ ტოქსიკური შოკის სინდრომი სისხლჩაქცევებითა და სიცხით.

ზოგიერთ დაავადებულ ბავშვში კორონავირუსის ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მიმდინარეობს ახალი დაავადების შესწავლა და მისი მკურნალობის სტრატეგიის ჩამოყალიბება.

კომენტარები