ჯანმო ყველაფერს გააკეთებს Covid-19-ის წარმოშობის დასადგენად

ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს Covid-19-ის წარმოშობის დასადგენად.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

-„კორონავირუსის წარმოშობის ცოდნა მნიშვნელოვანია ეპიდემიის მომავალი აფეთქებების პრევენციისთვის.

გვსურს ვიცოდეთ ვირუსის წარმოშობა, ყველაფერს გავაკეთებთ, ამის დასადგენად.

მოვუწოდებ ქვეყნებს, ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ძალიან მკაფიოა. ვირუსის წარმოშობა უნდა დავადგინოთ, ეს მომავალი ეპიდემიების პრევენციაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

კომენტარები