ჯანმო – „ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები – მომავალი ჩვენს ხელშია. პანდემია  გაძლიერებას“

-„პანდემია  გაძლიერებას განაგრძობს. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

მიმდინარე კვირას ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა გაიმართება,  – კორონავირუსის პანდემია შეფასდება. ახალი შეფასება მიეცემა პანდემიას და სათანადო რეკომენდაციები მივიღოთ.

პანდემიამ მსოფლიო შეცვალა, როგორც ხალხის გაერთიანება, ასევე მათი გაყოფა გამოიწვია.

ბევრი რამ ვისწავლეთ, ახლაც განვაგრძობთ სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიცვალა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ისეთი ფაქტორებია აუცილებელი, როგორიც არის პოლიტიკური ლიდერობა, საზოგადოების ინფორმირება და კორონავირუსთან ბრძოლაში მათი ჩართულობა. ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ცვლილებების შეტანა. მომავალი ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ.

კომენტარები