ჯო ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა – „ვფიქრობ, პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო“

ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

-„პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის.  ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა პუტინთან. მას კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბარი ასე დაიწყო, ვუთხარი – „მე შენ გიცნობ, შენც მიცნობ. თუ დავადგენ, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა მოხდა, მაშინ შენ მზად უნდა იყო. ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის ლიდერს ვუთხარი, -„მას სული არ აქვს“,  პუტინმა საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენ ერთმანეთის გვესმის”.

მანამდე აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, – ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა.

კომენტარები