ჰობარტის სიახლოვეს მამაკაცმა ნახა ნაკვალევი, რომელიც ტასმანიური ვეფხვისას ჰგავდა

2019 წლის ივლისში, სამხრეთ ტასმანიაზე,  ჰობარტის სიახლოვეს მამაკაცმა ნახა ნაკვალევი, რომელიც ტასმანიური ვეფხვისას ჰგავდა.

ტასმანიური ვეფხვი — მოზრდილი, ზოლებიანი ხორცისმჭამელი მტაცებელი 80 წლის წინ გადაშენდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში,  ხალხმა ტასმანიური ვეფხვი, იგივე თილაცინი შენიშნა.

თილაცინი ჩანთოსანი ცხოველი იყო. ჰგავდა როგორც მგელს, ისე მელასა და დიდ კატას.

ეს არსება 1936 წელს გადაშენდა, როცა ტყვეობაში მყოფი ბოლო ცნობილი ინდივიდი მოკვდა. ჰქონდა მოყვითალო-მოყავისფრო ბეწვი, მძლავრი ყბები და ჩანთა, რომელშიც ნაშიერს ზრდიდა.

ხშირად ვრცელდებოდა ხმები ველურ ბუნებაში მისი დანახვის შესახებ, მაგრამ არც ერთი ასეთი ამბავი მყარი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

2019 წლის თებერვალში გავრცელდა ხმა, რომ ტასმანიაზე მყოფ ორ ავსტრალიელს მანქანით მგზავრობისას გზაზე გადაურბინა აბზეკილი კუდის მქონე, ზურგზე დაზოლილმა ცხოველმა.

ცხოველი უცბად შემობრუნდა.  მანქანას უყურებდა. მანქანაში მსხდომი ორივე ადამიანი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ მათ სწორედ თილაცინი იხილეს.

2017 წელს კიდევ ერთი მძღოლი აცხადებდა, რომ ჩრდილო-დასავლეთ ტასმანიაში, ერთ-ერთი ნაკრძალის სიახლოვეს თილაცინი დაინახა. მას არ შეუნიშნავს ზოლები, რადგან ცხოველი მისგან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით იყო და ასეთი დეტალები არ განირჩეოდა. თუმცა, არსება ძალიან ჰგავდა მოზრდილ კატას.

ათასობით თილაცინი გაჟლიტეს ევროპელმა კოლონიზატორებმა, რადგან ეს ცხოველი მათი ცხვრის ფარებს ესხმოდა.

2002 წელს ავსტრალიის მუზეუმის მეცნიერებმა შექმნეს თილაცინის დნმ-ის ასლი, რაც კლონირების ტექნოლოგიებით ამ სახეობის აღდგენის შანსს იძლევა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

კომენტარები