8-14 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მომავალი კვირა არ იქნება მშვიდი. მრავლად იქნება გაურკვეველი სიტუაციები. ადამიანებს გაუჭირდებათ ერთ საქმეზე კონცენტრირება და მისი ბოლომდე მიყვანა. რთული პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. ჯობია, არაფერი სერიოზული არ წამოიწყოთ და მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა ალბათობა ძალიან დიდი იქნება.

სამსახურეობრივ სფეროში შეფერხებებია მოსალოდნელი. შესაძლოა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან გაუგებრობების წარმოიქმნა. გაუფრთხილდით ასევე სხვა ურთიერთობებსაც, რადგან როგორც სამსახურში, ასევე სანათესაო და სამეგობრო სფეროშიც კომფლიქტების წარმოქმნის შესაძლებლობა მაღალია. ასეთ რთულ პერიოდებში კი, როგორც მომავალი კვირაა, ადამიანს უჭირს მშვიდად დაჯდეს და საუბრით მოაგვაროს პრობლემა. ამიტომ, კონფლიქტური სიტუაციები კავშირების გაწყვეტის წინა პირობა შეიძლება გახდეს.

კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ მეტი დაისვენოთ, რათა რთული კვირის მსვლელობის გამო დაკარგული ენერგია და ძალები აღიდგინოთ.

კომენტარები