1 აგვისტოს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა – გილოცავთ!  შეგეწიოთ უდიდესი სიყვარულის მქონე წმინდა მამის ლოცვა- ვედრება

1 აგვისტოს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა.

გილოცავთ!  შეგეწიოთ უდიდესი სიყვარულის მქონე წმინდა მამის ლოცვა- ვედრება.

წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველო როგორც – სერაფიმე საროველს…
შესაძლოა, იმიტომ, რომ ისიც იმ იდუმალი მიწის მუშაკია, ღვთისმშობელმა თავის მეოთხე წილხვედრად, მეოთხე ბაღად რომ გამოირჩია, ან იმ სიტყვისთვის, საკუთარ სამშობლოს რომ დაუბარა:

“არასოდეს ეომოთ ივერიას, რადგან ამით ღვთისმშობელს შეებრძოლებით…
ამ მიწაზე მზაკვარი ანტიქრისტე ვერ გამეფდება და უკანსაკნელ ჟამს საუფლო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა…”

წმინდა სერაფიმ საროველს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, ვინც კი მას ნახავდა, ყველა ერთს ამბობდა – გარეგნობით მოხუცია, მაგრამ გული ბავშვივით მოსიყვარულე აქვსო..

წმინდა სერაფიმე ღვთის მიმართ დაუცხრომელად ლოცულობდა, ამის გამო მისი გული სიყვარულით უფრო და უფრო ენთებოდა, უყვარდა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ყოველი მისი ქმნილება, მის მიერ შექმნილი ბუნება.

ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა, სადაც ის კვირის სამყოფ პურს ინახავდა. მრავალი მხეცი მიდიოდა მასთან, პური კი ყველას ჰყოფნიდა.

ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: „დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო – ივერია, მეორე – ათონი, მესამე – კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო.

აღსასრულამდე რამოდენიმე დღით ადრე, წმინდანს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დღე.
წმინდა სერაფიმ საროველი აღესრულა მუხლმოდრეკილი – ღვთისმშობლის ხატის წინაშე.

მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს უწმინდეს, მეუფე სერაფიმეს და სრულიად საქართველოს

კომენტარები