1 აგვისტო წმინდა სერაფიმ საროველის ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეა

1 აგვისტოს ღირსი სერაფიმე საროველი დაიბადა. წმინდა მამას, სიყრმიდგან გადაწყვეტილი ჰქონდა უფლისთვის მიეძღვნა თავი და საროვის უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა. როგორც საეკლესიო ისტორია გვამცნობს, წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. წინასწარ ცნობისა და განჭვრეტის ნიჭით აღვსილმა წმინდა მამამ, თავისი აღსასრულის მოახლოებაც იწინასწარმეტყველა. 15 იანვარს, 1833 წელს, უფალს შეჰვედრა სული და ანდერძისამებრ დაკრძალულ იქნა ღმრთისმშობლის მიძინების საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

1903 წლის 19 ივლისს, წმინდა მამის დაბადების დღეს, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, სამეფო ოჯახი და სამასი ათასამდე მლოცველი ჩავიდა საროვში, რათა დასწრებოდა წმინდა სერაფიმ საროველის ნაწილთა აღმოყვანებას. მრავალი სასწაული აღესრულა იმ დღეს, მლოცველთათვის წინასწარ განმზადებულ ლუსკუმაში გადასვენებული წმინდა ნაწილებით, სარწმუნოებით მიახლებულთ განკურნავდა და უხვად მოჰფენდა საღმრთო მადლს.

 

კომენტარები