1 ივლისიდან ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გერმანული კომპანია Loewe მუშაობას აჩერებს

1 ივლისიდან ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გერმანული კომპანია Loewe მუშაობას აჩერებს. კომპანია ძირითადად ტელევიზორებს და აკუსტიკურ მოწყობილობებს უშვებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
„მუშაობის გასაგრძელებლად მათ საჭირო ფინანსები არ აქვთ. თუ 1 ივლისამდე კომპანია რამენაირად თანხას ვერ იშოვის, მაშინ სამსახურის გარეშე 400-მდე ადამიანი დარჩება“ – აცხადებენ კომპანიაში.
Loewe 1923 წელს დაფუძნდა. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ გაკოტრების პროცედურები უკვე გაიარა. მაშინ მაინც მოახერხა ინვესტორების მოძიება. 2019 წლის მაისში Loewe-მ ისევ განაცხადა ფინანსების ნაკლებობის შესახებ.

კომენტარები