„1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა. სიკვდილიანობის ზრდა…“-თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა:

-„1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა. სიკვდილიანობის ზრდა ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა გამოიწვია.

ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა, იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება.

ამას ორი მიზეზი აქვს:

ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, – ბოლო დროს დღეში 4000-ს ვცრით, არ არის საკმარისი, დღეში საშუალოდ 7-8000 უნდა ავცრათ, მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.

ერთი მიზეზი, ქვემოთ ჩქარა იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო. მაშინ ჰქონდათ მაღალი სკივდილობა, ეს იყო თებერვალ-მარტში“.

კომენტარები