1-7 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის დასაწყისში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. ასე, საქმეში წარმატების მიღწევა და ადრე მიცემული დანაპირების შესრულება ბევრად გაგიადვილდებათ.
გარშემომყოფებთან ურთიერთობა შესაძლოა დაძაბული იყოს, განსაკუთრებით მგრძნობიარე და მღელვარე ადამიანებს მართებთ ამის გათვალისწინება.
კვირის შუა ნაწილი შედარებით მშვიდია. საქმეებში წარმატებების მიღწევისას იგრძნობთ, რომ ენერგიით ივსებით.
კვირის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასარგებლო იქნება მომავალზე ფიქრი. შესაძლებელია გრძელვადიანი გეგმების დასახვა და მათი მეგობრებთან განხილვა; ძველი კავშირების აღდგენა და შერიგება.

კომენტარები