10 ივნისს ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს

ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

ყველა ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. წმიდა სახარების მიხედვით, აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმი არ დაეტოვებინათ.

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე ისინი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

კომენტარები