10-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 7 უკავშირდება ხოფის ბაზრობას

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„44 ახალი შემთხვევიდან 7 არის „დონას“ კლასტერი, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 შემოტანილი შემთხვევა, 3 სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 75-ია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

-„აჭარა, წითელი ზონა გახდა, ეს იმას ნიშნავს რომ რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდა. რეგიონში შემზღუდავი არ წესდება. მიმდინარეობს ტესტირება 3 კარავსა და 5 პოლიკლინიკაში. ვამატებთ ორ კარავს. „ხოფას ბაზრობასა“ და ავტოსადგურზე“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიდრე არ მიიღებენ კორონავირუსზე ტესტირების პასუხს, თვითიზოლაციაში დარჩნენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირების კვლავ მაღალი მაჩვენებლია აჭარაში, – დღეს 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. სულ, აჭარაში 2700 ადამიანი გამოიკვლიეს.

25 ახალი შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 7 უკავშირდება ხოფის ბაზრობას, ერთი  საკონდიტრო „დონას“. კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურში. აჭარაში ფართოვდება ტესტირება, უკვე ცნობილია, დღეს დაემატება კიდევ ორი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ერთი კარავი ხოფის ბაზრობაზე, მეორე კი ავტოსადგურთან განთავსდება.

ამჟამად აჭარაში ინფიცირებულებს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო იღებს, არ არის გამორიცხული, კორონავირუსით ინფიცირებული სხვა კლინიკაშიც მოთავსდნენ.

კომენტარები