10 წელიწადში რუსეთმა იმ ქვეყნების რაოდენობა გააორმაგა, ვისთანაც უვიზო ურთიერთობა გააჩნია
რუსეთში 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, უკვე ორჯერ მეტი ქვეყნის მოქალაქეს ვიზის გაფორმების გარეშე შეუძლია შემოსვლა – იუწყებიან კონსალტინგური ანალიტიკოსები.
ექსპერტებმა, მსოფლიო ქვეყნების უვიზო რეჟიმის საპასპორტო ინდექსის ცვლილებები გამოთვალეს. გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ რეიტინგის ლიდერები იაპონია და სინგაპური გახდნენ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უკვე 189 ქვეყანაში უვიზოდ გაფრენა შეუძლიათ. მეორე ადგილი სამხრეთ კორეამ, გერმანიამ და ფინეთმა დაიკავეს (187 ქვეყანა); მესამე კი – დანიას, იტალიას და ლუქსემბურგს უკავია (186 ქვეყანა).
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.