19 წლის გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო

19 წლის სალომე ჯიმშელეიშვილმა, 25 წლის შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ბიჭი ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, ავტოავარიაში დაიღუპა.

ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელადა.

გოგონას გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ კი, დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი.
ქართული პრესასთან ახალგაზრდა გოგონას მეგობარი საუბრობს და აცხადებს, რომ: ” გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა, ერთ-ერთი მეგობარი სარკაზმით წერდა – მეშინია თავი არ მოიკლას, დარდითო“ – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.

კომენტარები