10-16 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ამ კვირისგან დიდი მოლოდინები ნუ გექნებათ, ეს ილუზიებისა და შეცდომების საწინდარია. ვინც მზად იქნება საკუთარი ძალები და შესაძლებლობები რეალურად შეაფასოს, წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი ექნება.
კვირის დასაწყისში ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბული იქნება. რთული იქნება კომფლიქტებსა და დავის თავიდან აცილებაც. გაუგებრობები მათ შორისაც შესაძლოა გამძაფრდეს, ვინც ჩვეულებრივ, საკმაოდ კარგად უგებს ერთმანეთს.
კვირის მეორე ნახევარი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. მშფოთვარე ადამიანებს, გაურკვევლობასთან შეგუება, გეგმების შეცვლა და სიტუაციასთან ადაპტირება გაუჭირდებათ.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება და კონფლიქტებისგან მაქსიმალურად თავის არიდება. თუ თქვენ საერთო მიზნების მისაღწევად გაერთიანდებით, უფრო მეტს მოიგებთ, ვიდრე მარტო მოქმედებისას.

კომენტარები