„1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი“ – ირაკლი კობახიძე

1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი, თუმცა, დაზუსტდება გრძელდება. რა იქნება საბოლოოდ. ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

– „სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და თითოეული ნაწილი იმისათვის, რომ რისკები დაზღვეული იყოს. მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურად, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის განთავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს, საბოლოო სურათი კიდევ დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, სანამ მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი. “, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, 16 დეკემბერს დარეგისტრირდა.

 

კომენტარები