ბრუნდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში?

გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს თანამდებობიდან გადადგა ამხნის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში პერიოდულად აფიქსირებდა თავის პოზიციას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ექსპრემიერი გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.

* * *
გიორგი კვირიკაშვილი
მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.

* * *
როგორც სტატუსიდან ვკითხულობთ ყოფილი პრემიერი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს.

არის თუ არა ეს პირველი განაცხადა ან ნიადაგის შემზადება პოლიტიკაში დასაბრუნებლად ამას მომავალი გვიჩვენებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები