106 აუზის შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება 66-ს მისცეს, 263 ფიტნესცენტრიდან კი 144-მა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

„ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს. 118 აუზია რეგისტრირებული, 106 შემოწმდა, 66-ის მიმართ გაიცა თანხმობა, რეგისტრირებული 275 ფიტნესცენტრიდან 263 შემოწმდა, თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ.  სასტუმროების სექტორიდან, 1322 ობიექტის მიმართ გაიცა თანხმობა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ინტენსიურად ტარდება სამუშაოები სავაჭრო ობიექტებზეც.

ჯამში, 20 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინიგი, რეკომენდაციების შესრულების დინამიკა საკმაოდ დადებითია“ – განაცხადა  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები