სენსაცია: 116 წლის უხუცესმა ევროპელმა ქალმა  Covid-19 დაამარცხა

 

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 116 წლის ქალბატონმა “და ანდრემ” (ლიუსილ რანდონმა) Covid-19 დაამარცხა.

ევროპის უხუცესი მცხოვრები დაავადებისაგან განიკურნა ორიოდე დღით ადრე  თავის დაბადების დღემდე. 11 თებერვალს მას 117 წელი შეუსრულდა!

რანდონს კორონავირუსი 16 იანვარს დაუდასტურდა. დაავადების დროს ის იზოლაციაში იმყოფებოდა წმინდა ეკატერინე ლაბურეს მოხუცებულთა თავშესაფარში. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ლიუსილი იზოლირებული იყო თავშესაფრის სხვა მცხოვრებლებისგან. ანდრე უსინათლოა და  ეტლით გადაადგილდება, არც კი უნერვიულია დიაგნოზის გამო. 8 თებერვალს მან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო.

თავის 117-ე დაბადების დღეს ანდრე მოხუცებულთა თავშესაფარში შეხვდა. ის ვიდეოკავშირით დაეკონტაქტა ოჯახსა და ტულონის მერს, ამის შემდეგ კი საყვარელი კერძი-ნორვეგიული ომლეტიც მიირთვა.

ლიუსილ რანდონი დაიბადა 1904 წლის 11 თებერვალს ალესაში. ფრანგი ონორინ რონდელის გარდაცვალების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში, რანდონი საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული ვერიფიცირებული მცხოვრები გახდა, მალევე კი – მთლიანად  ევროპის უხუცესი!

სადღეისოდ ლიუსილ რანდონი  ასაკით მეორე უხუცესია პლანეტაზე, იაპონელი ტანაკა კანეს შემდეგ, რომელიც 118 წლისაა!

ჯანმრთელობა ვუსურვოთ ხანდაზმულებს!

ავტორი: თინათინ გოცაძე

წყარო: mkurnali.ge

 

კომენტარები