11 ივლისს მოიხსენიება ღირსი მამები: სერგი და გერმანე ვალაამელები

ირსი მამები სერგი და გერმანე ვალაამელები არიან კუნძულ ვალაამზე სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლები. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია. XIII საუკუნეში რომაული კათოლიციზმის ფანატიკოს მიმდევარს, შვედების მეფე მაგნუსს ცეცხლითა და მახვილით უცდია თავისი სარწმუნოების გავრცელება ადგილობრივ მკვიდრთა შორის, რამაც მათ მცდარი წარმოდგენა შეუქმნა ქრისტიანობაზე და გული გაუცივა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. XIV საუკუნის დასაწყისში, როცა ღირსი სერგი და გერმანე კუნძულზე დასახლდნენ, ანდრია მოციქულის ჯვარი კვლავაც აღმართული დახვედრიათ: ქრისტიანობა არსებობდა, მაგრამ მასთან თანაარსებობდა და მძლავრობდა წარმართობა.

სერგისა და გერმანეს სავანის ძმების მოღვაწეობამ მართლმადიდებლობის სახე და ცხონების ჭეშმარიტი გზა დაანახა ვალაამელებს. მათ რწმენას უცხოველებდა წმიდა სერგისა და გერმანეს მიერ აღსრულებული სასწაულებიც.

ნეტარი მამები დაახლოებით 1353 წელს მიიცვალნენ. მათი უხრწნელი ნაწილები უფლის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

კომენტარები