11 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

11 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“.

კომენტარები