11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებული 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. არის. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები