ირმა ინაშვილი: „პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში, – მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ“

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი, ვარდების მოედანზე, საღებავით დააზიანეს.

ბანერზე პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახულები.

პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი  მომხდარს ოკუპირებულ აფხაზეთში მის ჩასვლას უკავშირებს.

-„გუშინმ გვიან ღამით მივიღე ეს ინფორმაცია. მოსალოდნელია ეს ყველაფერი, ისეთი შტურმია ჩვენს წინააღმდეგ, ესეც გასაგებია. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ჩავედით აფხაზეთში, გამოჩნდა პატარა სინათლის სხივი ჩვენი ქვეყნისთვის, ამან გააბოროტა სააკაშვილ- ბოკერია და მათი ჯგუფები, თბილისში. ასეთივე სააკაშვილ- ბოკერიები არიან სოხუმსა და მოსკოვში, არიან ძალები, რომლებსაც ეს არ სიამოვნებთ.

ძალიან მდაბიო ქმედებაა, თუმცა, კანონი ამაზე კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენი იურისტები იმოქმედებენ. ვერ შეგვაშინებთ, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში, მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდებით, ვისაც სურვილი აქვს, დააზიანოს ჩემი პლაკატები. პლაკატებს თავი დაანებეთ, მე გელოდებით, მობრძანდით.

საჭიროდ მივიჩნევ, მომხდარზე გამოძიება დაიწყოს.  არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენი იურისტები მოქმედებენ. ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს. იქ არის ვიდეოკამერები. თავისუფლად შეიძლება, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც ეს პლაკატები დააზიანეს. ჩვენ მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ გზას. ყველა დაისჯება, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს“, – განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

-„ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები… ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!“

 

ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები… ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!

კომენტარები