“12 წელიწადია გასული და ამდენი ტექნიკის მტრისთვის დატოვებისთვის არავინ არაა დასჯილი!” – პაატა გიგაური

– “12 წელიწადია გასული და ამდენი ტექნიკის მტრისთვის დატოვებისთვის არავინ არაა დასჯილი!
 ძირითადად გაიტანეს გორიდან, სენაკიდან და ფოთიდან. გორიდან გატანილი ტექნიკის ნაწილი იქვე გაანადგურეს.
👉 ბრძოლაში დავკარგეთ რამდენიმე ტანკი და 50-ზე მეტი წყნარად გაიტანეს ბაზებიდან. წაიღეს 15 ერთეული ახალი BMP-2 “შკვალის” მოდულით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები (ბუკები და ოსა), ათეულობით არტსისტემა, მანქანები, ათასობით ერთეული მიტოვებული იარაღი და ა.შ.
არავისთან კამათს არ ვაპირებ (ალბათ გამოხტებიან ნაცგამპრავებლები), საკუთარ შვილს არ ვაპატიებდი ამას … უკან დახევასაც აქვს თავისი წესრიგი.” – წერს პაატა გიგაური

12 წელიწადია გასული და ამდენი ტექნიკის მტრისთვის დატოვებისთვის არავინ არაა დასჯილი!✅ ძირითადად გაიტანეს გორიდან,…

Posted by პაატა გიგაური on Sunday, August 9, 2020

კომენტარები