12 წლის ბავშვმა სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო

აშშ-ში, ქალაქ მემფისში მცხოვრებმა 12 წლის ბიჭმა, ჯექსონ ოსვალტმა  დამოუკიდებლად, სახლში მოქმედი ატომური რეაქტორი ააწყო. ის გინესის წიგნში მოხვდა. წერს Unilad.

ოსვალტმა ატომური რეაქტორის მშენებლობა გინესის წინა რეკორდსმენის ტეილორ უილსონის მიბაძვით დაიწყო. უილსონი 14 წლის იყო, როცა რეაქტორი ააწყო.

ოსვალტი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც ეს რეკორდი დაამყარა. ჯექსონ ოსვალტი აცხადებს,  რომ მან სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულა, პროექტი ძალიან რთული იყო.

კომენტარები