12 წლის გოგონა დაკრძალვამდე გაცოცხლდა

ინდონეზიაში, 12 წლის გოგონა საავადმყოფოში ქრონიკული დიაბეტით გამოწვეული გართულებებით გადაიყვანეს.  საღამოს ნათესავებს უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალა.

როდესაც  ნათესავები გოგონას  დაკრძალვის ცერემონიისთვის ამზადებდნენ, გაცოცხლდა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თვითმხილველების თქმით, სხეულის განბანვის დროს გოგონამ თვალები გაახილა,  გული ამუშავდა და სხეულის ტემპერატურამ იმატა. ნათესავებმა ექიმები გამოიძახეს,  ბავშვის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. ერთ საათში გოგონა ისევ გარდაიცვალა.

შესაძლოა, ამის მიზეზი, „ლაზარეს სინდრომი”  ყოფილიყო.  ის შეინიშნება გულის შეტევით გარდაცვლილის დროს.  ამ სინდრომისას, გარდაცვლილს სპონტანურად აღუდგება სისხლის მიმოქცევა, ეს  სუნთქვის და გულის ცემის აღდგენას იწვევს.

კომენტარები