12 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა – „კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე… ეგ აწყობთ მაგათ “ – ბავშვის ბაბუა

ბათუმში, 12 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა.

-„ჩემს შვილიშვილს კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.

რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა. დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა გაუკეთეს, ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი, კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. არ ვიცი, იმ კლინიკაში რა გაუკეთეს, გზაში დაიღუპა. როგორც ვიცი, აზოტი ჰქონდა მომატებული. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა. 

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა, არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო, ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა, კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდია, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, – განაცხადა  გარდაცვლილი მოზარდის  ბაბუამ. 

ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თა­მარ ბახ­ტა­ძის  განცხადებით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მძი­მედ შე­ფას­და, სპე­ცი­ა­ლურ კლი­ნი­კა­ში რე­ფე­რი­რე­ბი­სას მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო დამ­ძიმ­და. კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნალ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა,  ბავ­შვი რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ქრო­ნი­კუ­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გამო დი­ა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. დარ­ღვე­უ­ლი იყო კლი­ნი­კო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი. პა­ცი­ენ­ტის რე­ფე­რი­რე­ბა თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­წყდა, , ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­სას სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა წამ­ყვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა იყო ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. დი­ა­ლი­ზი ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ ტარ­დე­ბა.

შიდა სა­მე­დი­ცი­ნო მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“.

-„ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”, — განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის  3 117 შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები