12 ნოემბერს, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

12 ნოემბერს, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

ემზარ კვიციანის განცხადებით:

„თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი ჩემი ძმისშვილის მეგობარია.

გავრცელდა ინფორმაცია,  თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი, ბოლოს ჩემმა   ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

არ ვიცი არაფერი. ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”.

 

კომენტარები