ნაზი ჯანეზაშვილი: თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს, რადგან მისი მაზლი მონაწილეობს კონკურსში

უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე სოციალურ ქსელში საუბრობს:

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა.

დღეს გადაწყდება 144 განმცხადებლიდან ვინ გადავა შემდგომ ეტაპზე და ვის მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

მე და ანა დოლიძეს-ს ორი მოთხოვნა გვაქვს:

1⃣ გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს (მხოლოდ ორი მიუთითა) და ამიტომ ის შემდგომ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს 

2⃣ თამარ ონიანი უნდა ჩამოშორდეს მთლიანად შერჩევის პროცესს, რადგან მისი მაზლი (აზნაურაშვილი) მონაწილეობს კონკურსში.

მე მისი მაზლის კომენტარები ვნახე მედიაში, და მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ჩვენი მოთხოვნის ადრესატი არის ონიანი, როგორც საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი და არა მისი ოჯახის წევრი, რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობდეს ამ კონკურსში

სხდომა 15:00 საათზეა!” -აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი

კომენტარები