გოგონას პირსინგი ტანჯვად გადაექცა

– “გამარჯობა

მინდა მოგიყვეთ ჩემი მწარე გამოცდილება

პირსინგი-piercing

-თან ურთიერთობაში

Facebook-ზე ვნახე რეკლამა და მივწერე, მინდოდა პირსინგი ორივე ლოყაზე და რადგან ფოტოებში ეგ ზონა ვერავიზე ვნახე, ვკითხე რომ თუ ჰქონდა გამოცდილება. მითხრა რომ ძალიან ბევრი უკვე გაკეთებული ჰქონდა და ნუ მივედი.
ვარ ძალიან ემოციური, გახვრეტის დროს უცხო გოგოს მოვკიდე ხელი და ნუ ტკივილს ხმამაღლა გამოვხატავდი, თუმცა იმ მომენტში პირსერს არ გაუპროტესტებია ჩემი ან ტირილი ან ყვირილი.
სანამ წამოვიდოდი ეს ბიჭი მეკითხება საყურე ხომ არ გიჭერსო, თუმცა რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამას რა თქმა უნდა არ გამაფრთხილა!
იმ მომენტში საყურე არ მიჭერდა, სიცილის დროს მტკიოდა უბრალოდ, ამაზე მივწერე და ვკითხე რამდენ ხანში გამივლიდა, რაზეც მიპასუხა რომ ერთი თვე დასჭირდებოდა ჭრილობების ბოლომდე მოშუშებას.
დადგა მე-5 დღე და ვნახე ჩემი მეგობარი რომელსაც ანალოგიური პირსინგი ადრე ჰქონდა და იმან მითხრა, რომ თუ პირსინგი მოგიჭერს, შიგნიდან ის ბურთულა შეგახორცდებაო. თურმე რომ შემისივდა ლოყა, ბურთულამ შიგნით შეიწია და უკვე კანი ფარავდა. ანუ ეს პროცესი შეიხლება მოხდეს 2 -3 საათში. ამტკივდა ლოყა უფრო მეტად და შემისივდა. სახლში რომ მოვედი სტერილური ნემსით ძლივს გამოვიგდე უკან, მაგრამ ყოველ 15 წუთში ისევ შედიოდა და შეხორცებას იწყებდა. მთელი ღამე გამათენებინა და ბოლოს ჩამეძინა. მივწერე ისევ ამ ბიჭს და მოდი 5 საათზეო. ჩამეძინა ისავ და დავაგვიანე ნახევარი საათით.
რომ მივედი მითხრა არაფერი არაა უფრო დიდ საყურეს გაგიკეთებ და მოგიშუშდებაო.
დაიწყო პირველი საყურის შეცვლა და მოვიდნენ სხვა გოგოებიც , რიგში უკვე ხალხი დაუგრობდა და საყურის გამოცვლის დროს ისე მტკენდა ვერ ვიკავებდი თავს და ვყვიროდი. ჯერ თვალებს მიბრიალებდა, კლიენტებს არ შეეშინდეთ და არ გაიქცნენო , ბოლოს მაკრატელი აიღო და ჩემი ყვირილის შემდეგ გვერძე მომიხეთქა . აი ისროლა მთელი ძალით!!!
თვალებზე ცრემლები მედგა ისეთ დღეში ვიყავი, მთელი ყბა, ღრძილები, თავი სულ მტკიოდა. (არაფრით გაუყუჩენია)
არ ვუთხარი არაფერი იმ მომენტში ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა რომ წამოვსულიყავი და დაიწყო მეორე საყურის გამოცვლა! აქ დაიწყო ჯოჯოხეთი
ხალხო ჯერ კათეტერი გახვრეტილ ადგილს ვერ დაამთხვია და ლოყა მეორედ ჩამიჭრაა!!!
ვერ წარმოიდგენთ რამხელა ტკივილს განვიცდიდი მაგრამ უკვე ხმას აღარ ვიღებდი გული ცუდად გამიხდა!!! ცალკე ემოცია მქონდა შესაკავებელი.
გახვიტა მეორედ და (ვინც არ იცის, ჯერ ლოყის სისქე იზომება, რომ შესაბამისი საყურე გაკეთდეს) უცბად მეუბნება, არა ეხლა წადი მოიშუშეო, საყურე მაინც პატარა გექნებაო!!!!
ხალხო ჯერ მეორედ ჩამიხია ლოყა, გაუზომავად და მერე მეუბნება საყურე პატარა გექნებაო!!! სინამდვილეში თვითონ არ ქონდა დიდი ზომის საყურე და აპირებდა მესამეს ჩემი ლოყის გახვრეტვას!!! ამაზე ჭკუიდან გადავედი და მოვთხოვე თანხა დაებრუნებინა უკან რადგან მაგ ადამიანთან მისვლას არ ვაპირებდი მესამედ!!
ჯერ მეუბნება 50 ლარს დაგიბრუნებო ერთი ლოყა ხო გაგიხვრიტეო )) ბოლოს მიხვდა რომ ის 100 ლარი არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც გამიკეთა და დამიბრუნა თანხა… არ გაეკაროთ ხალხო ამ ადამიანს ვინც ექიმობას იბრალებს და სხვა კლიენტს რომ არ შეშინებოდა მე მოსასულიერებელი გამხადაა!!!!”
– წერს “სასოწარკვეთილ მომხმარებელთა ჯგუფში” გოგონა, პირობითი სახელით – მარიამი და ფოტოს აქვეყნებს.
კომენტარები