13 თებერვალს მოიხსენიება მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, დიოდორე, კლავდიუსი, სერაფიონი და პაპი

წმიდა მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაფიონი და პაპი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაფიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპი კი ზღვაში დაახრჩვეს.
კომენტარები