13 სექტემბერი მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენის ეპისკოპოსის ხსენების დღეა

ქრისტესშობიდან მესამე საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 200 წელს, კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა), მღვდელმოწამე კვიპრიანე, (რომელსაც შემდგომად კართაგენელი ეწოდა) მდიდარი წარმართი სენატორის ოჯახში დაიბადა.

მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა.

უფალმა გაუნათა გონება – გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად მღვდელმთავრად აირჩიეს.

ნეტარი მამა 258 წელს მოწამეობრივად აღესრულა. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში დაფლეს.

 

კომენტარები