„13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით“ – რუსუდან შარაძე

-„13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. საბოლოოდ, როგორ გავართმევ თავს, მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროზე მეტია, რომ ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამ მოხდა და ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა. ალბათ, როგორ დაგღალეთ, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი…

მელიქიშვილზე, მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მე არ მითხოვია, ღმერთი-რჯული… ის კი არა, გოგლამ რომ დამირეკა, ძლივს ამოვთქვი, რომ რამდენიმე ქალი აპირებდა წასვლას. არ ვიცოდი, სხვებიც თუ მიდიოდნენ.

ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო!  სიტყვები არ მყოფნის მადლობის გამოსათქმელად

აფეთქდა აქაურობა და ჩემი ტელეფონი. ყველას გმადლობთ!  ისე გამამხნევეთ, რომ თავიდან დავიბადე. სულ ასეა, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ 20 მაისს ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები, თქვენ მაცოცხლებთ ,  მიყვარხართ!   იხარეთ და იდღეგრძელეთ“, – გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

გურამ შარაძის გარდაცვალებიდან 13 წელის გავიდა.

2007 წლის 20 მაისს საქართველოს მოუკლეს დიდი შვილი – ეროვნულ-საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, უბადლო მეცნიერი, აკადემიკოსი – გურამ შარაძე!

აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

წმიდათა თანა განუსვენოს მოწყალე ღმერთმა სამშობლოსათვის შეწირული მამულიშვილის უკვდავ სულს.

კომენტარები