უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისების საკითხი ისევ დგას! – გიორგი გაბედავა ხელისუფლებას აფრთხილებს:

ქართული მარშის” წევრმა, გიორგი გაბედავამ დღეს პარლამენტს, კერძოდ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო წილოსანს წერილით მიმართა, რადგან უკვე კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლი, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ შეიძლება მიწის გასხვისება, გახდა დავის საგანი.

 – “სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ უცხელი ინვესტორები თუ აუხსნიან მთავრობას რას აპირებენ რომ გააკეთონ, მათ მიწას მთავრობა ცალკე გადასცემს. სინამდვილეში კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამონაკლის შემთხვევაში ეძლევა მიწა, ეს უნდა დამტკიცდეს ორგანული კანონით, რომლის მიღებასაც სჭირდება პარლამენტის უმრავლესობის ორი მესამედის თანხმობა, რადგან პარლამენტში ეს უმრავლესობა არ არის ფიზიკურად, ეს გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია!”

 – განაცხადა გიორგი გაბედავამ და ნინო წილოსანს მოუწოდა ამ საკითხზე საკომიტეტო განხილვა გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაიმართება:

იხილეთ ვიდეო:

https://fb.watch/2Iq1K6Zvx_/

კომენტარები