საშობაო ალილო თბილისში, ავტომობილებით მსვლელობა,  მოხდება ქუჩების წყლით კურთხევა – ფოტოამბავი

მართლმადიდებელი სამყარო, 7 იანვარს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

თბილისში საშობაო ალილო იმართება. ტრადიციული ალილო წელს პანდემიის გათვალისწინებით განსხვავებული ფორმატით ტარდება, არ ეწყობა ფეხით მსვლელობა.

სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ,  დედაქალაქის სამი მიმართულებით მოაწყობენ ავტომობილებით მსვლელობას,  მოხდება ქუჩების წყლით კურთხევა.

რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა სპეციალური კარავი, ყველა მსურველს შეეძლება, მიიტანოს ნობათი, რომელიც შემდგომ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება. კარავი რესპუბლიკის მოედანზე ხუთ საათამდე იქნება განთავსებული.

წყარო პირველი არხი

კომენტარები