განგაში! პატიმარმა ქალებმა შიმშილობა გამოაცხადეს!

„თვალსაზრისს“ დაუკავშირდა ქალთა მე-5 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ნათესავი, თავადაც ყოფილი პატიმარი, სოფო ფარეხელაშვილი და საგანგაშო ინფორმაცია ამცნო, რომ პატიმარმა ქალებმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადეს.

სოფო ფარეხელაშვილი:

  • „ქალთა ციხეში უმძიმესი სიტუაციაა, მსჯავრდებული მანდილოსნები მასობრივად შიმშილობენ პროტესტის ნიშნად, ახლახანს გამოცხადებულ ამნისტიას „ყალბს და პატიმრების მოტყუებას“ უწოდებენ, ვინაიდან იგი მხოლოდ ერთეულ პატიმრებს შეეხო და არა უმრავლესობას, რისი მოლოდინიც ხელისუფლების დაპირებით მათ გაუღვიძეს. ასე, მაგალითად, ჩემი ახლობელი, რომელიც 4 შვილის დედაა და უკვე 6 წელია, იხდის სასჯელს, დაზარალებული დააკმაყოფილა და მომჩივანიც აღარავინ  ჰყავს – ყოველგვარი შემსუბუქების და შეღავათის გარეშე დარჩა – მას ამნისტია საერთოდ არ შეხებია და ამ დღეშია პატიმარი ქალების უმრავლესობა!

შიმშილობის აქციაში, ჩემი ინფორმაციით, მინიმუმ 30 პატიმარი ქალი მონაწილეობს. ადმინისტრაცია ცდილობს, ეს ამბავი არ გამჟღავნდეს, ამ მიზნით პატიმარ ქალებს ტელეფონზე დარეკვის საშუალებასაც უზღუდავენ.

პატიმარი ქალები ითხოვენ, ამნისტიაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით მათ სასჯელი თუ არ გაუნახევრდებათ,  ¼ ნაწილი მაინც მოაკლდეთ.

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ კორონავირუსმა ქალთა ციხეში შეაღწია, რის გამოც პატიმარი ქალების სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა”

 – განაცხადა სატელეფონო საუბარში სოფო ფარეხელაშვილმა

 

მასალა სპეციალურად „თვალსაზრისისთვის“ მოგვაწოდა ზაზა დავითაიამ

შიმშილობის აქცია ქუთაისის ციხეშიც დაიწყო! ამის შესახებ პატიმრის მეუღლე იუწყება!

ინფორმაციის მოსასმენად, გადადით ბმულზე:

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადეს:
https://tvalsazrisi.ge/133943-2/?fbclid=IwAR0iNPcYlLmE8Xt6ZYCEkTZTpg6HJp9B7jY_VFAnodVuHCPZu5HO7UXNJWw

ქალთა ციხეში კოვიდი მძვინვარებს  https://tvalsazrisi.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93/?fbclid=IwAR3bL8-YOBFBz66DC-3BXkFWP2XrhBUnNnOzHdC4aPHU42x72kuZmahS3ow

კომენტარები