მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა:

მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა:

…და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტის წლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი, რაჲცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემდ. მაშინ მამამან ჩემმან დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა. და შემიტყბო (ჩამიხუტა) მე მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი თვისნი თუალთა და პირსა ჩემსა. და მრქუა: „შენ მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ შენ ობლად ჩემგან და მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათვის ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა. და თუ შენ ესრეთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრეთ მოგცეს ყოველი, რაჲცა სთხოვო მას, ოდეს რაჲ გინდეს მისგან“. და მომცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი იცის მისმან უფალმან იესუ.

მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული

ტროპარი:

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოჲთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

კომენტარები