„ჩემი რეკომენდაციაა -„ტრანზიტული მძღოლებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გაივლიან, „წითელი ზონები“ უნდა შეიქმნას“ – გიორგი ფხაკაძე

-„ჩემი რეკომენდაცია იქნება: ტრანზიტული მძღოლებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გაივლიან, მათთვის “წითელი ზონები” შეიქმნას, ანუ, მძღოლი რომელიც მაგალითად რუსეთიდან მიდის სომხეთში, ისე უნდა იყოს აწყობილი სისტემა, -ყოველ 50 კილომეტრში მათთვის უნდა იყოს ე.წ. წითელი ზონები (საპირფარეშოები, ბენზინგასამართ სადგურები, მაღაზიები და ა.შ.). ყვლაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მძღოლებს არანაირი შეხება ჰქონდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი ქვეყანა ტრანზიტულია, ტრანზიტს ვერ ჩავკეტავთ, შესაბამისად, რუსეთთან, სომხეთთან, აზრბაიჯანთან და თურქეთთან ესეთი დერეფნები უნდა გავაკეთოთ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ბიზნეს თაიმსთან”  განაცხადა
ვრცლად გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგ ბმულზე:
კომენტარები