საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა- ევროპის ჩემპიონია- „რუსეთთან თამაში ძალიან დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის“ – მერაბ შარიქაძე

საქართველო რაგბის ევროპის 2020 წლის გათამაშების ჩემპიონია.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა, მიმდინარე გათამაშებაში, ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგეს, უკვე ოთხი დაპირისპირებით მოგებით, ჩემპიონობა გაინაღდეს.

,ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები, ანგარიშით – 16:7 დაამარცხეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი ტაიმი აღებული ქულების გარეშე – 0:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი ლელო ვასკა ლობჟანიძის ანგარიშზეა. გარდასხვა და ჯარიმები – თედო აბჟანდაძის.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ 19-ედ დაამარცხა. დღევანდელი მატჩი, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 16:7 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და რუსეთთან მატჩი შეაფასა:

-„დარწმუნებული ვარ, გუშემატკივარი ბედნიერი არ იქნება ამ თამაშით, თავისთავად, ჩვენც არ ვართ დიდხად გახარებული, მაგრამ მოგება მოგებაა. ჩვენთვის, რუსეთთან თამაში ძალიან ემოციური და მძიმეა. იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ხშირად ხელს გვიშლის და იგივე მოხდა ახლაც. ამ თამაშში ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო, – ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. ამ დიდ ემოციებს მოჰყვება ასეთი ჯარიმები, რაც რუსეთთან ხშირად არის პრობლემა. ბიჭები ამბობდნენ, – ინგლისთან არ გვინერვიულია ამის ნახევარი, რაც ახლა ვინერვიულეთო. მემის, გულშემატკივარს არ უნდა ამის გათვალისწინება, მაგრამ მაინც უნდა გაითვალისწინონ. დიდი ხანია, ნაკრებში ვარ და ამ დრომდე, რუსეთთან თამაში ძალიან დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება და კიდევ ერთი მოგება ჩაიწერა ისტორიაში“ – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

ფოტო: რაგბის კავშირი

კომენტარები