„ასტრაზენეკას“ ვაქცინა -„ზოგიერთმა ქვეყანამ არ მისცა რეკომენდაცია 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე, მაგრამ, ჯერჯერობით ამის შესახებ ჯერჯერობით“

-„ზოგიერთ ქვეყანაში კვლევებმა აჩვენა, – 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ ისეთი დამცველობითი უნარი ვერ გამოიჩინა, როგორც სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

სხვადასხვა გამოცემების მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიუხედავად, ეს მოსაზრება დასაბუთებული არ არის.  ევროკავშირის წამლის სააგენტოს პრეპარატთან დაკავშირებით დასკვნაში ცვლილებები არ შეუტანია.

ზოგიერთმა ქვეყანამ არ მისცა რეკომენდაცია 65 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაზე.  გამოჩნდა პირველი სტატიები სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ნაკლები დამცველობითი უნარი აქვს ამ შტამზე, მაგრამ, ჯერჯერობით ამის შესახებ არც ევროკავშირის წამლის სააგენტოს, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა არ არსებობს. ჩვენთვის მთავარია ეს ორი მარეგულირებელი. წამლის სააგენტომ ყველა ასაკის ჯგუფისთვის ეს ვაქცინა დაამტკიცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია, თებერვლის ბოლოსთვის დაამტკიცებს, ამიტომ, ვნახავთ, როგორი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივყვებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ სტატიებში „ატრაზენაკას“ მიერ წარმოებულ გართულებებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოხუცებისთვის რეკომენდებული არ არის“

 

კომენტარები