ტახტის მემკვიდრე გახლავთ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახი, ბატონიშვილ ნუგზარის მეთაურობით! – მონარქისტები განცხადებას ავრცელებენ:

საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის

განცხადება

საქართველოს კონსერვატიულ (მონარქისტულ) პარტიას, დაფუძნების დღიდან, 1989 წლის 10 აპრლიდან, არასოდეს უღალატია თავისი იდეოლოგიისა და პრინციპებისთვის. პარტიის მიზანია საქართველოში მონარქიის აღდგენა, რის შედეგადაც იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა – საქართველოს ეყოლება – მშვიდობისა და განვითარების გარანტი, ღვთივკურთხეული მეფე სრულიად საქართველოსი.
საქართველოს ამ სასიცოცხლო აქტის რეალიზაციისთვის, პარტიამ საფუძვლიანად შეისწავლა ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმაციის საკითხები, დედა ეკლესიისა და კვალიფიციურ მეცნიერთა დიდი ჯგუფის ჩართულობის შედეგად დადგინდა – ტახტის მემკვიდრე გახლავთ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახი, ბატონიშვილ ნუგზარის მეთაურობით.
გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ ამ უაღრესად ეროვნული საკითხის გარშემო ხელოვნურად შექმნილი ანტიქართული, ბინძური პროპაგანდის გამო და მოვუწოდოთ ყველას – შეწყვიტონ ამ სიბინძურის ტირაჟირება, მასმედიამ შეუმოწმებელი იმფორმაციის მიწოდება და ქართელი ხალხის შეცდომაში შეყვანა.
ჩვენ, პატრიოტი და ეროვნული ორიენტაციის პარტია, ზოგადად ყოველი ქართველის, მით უმეტეს სახელოვანი ბაგრატიონთა გვარის შთამომავლების დაბადებას და ბედნიერებას მივესალმებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სამეფო ოჯახის წევრები არიან.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ: სრულიად საქართველოს სამეფო ოჯახი არის: ბაგრატიონ-გრუზინსკი, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონის მეთაურობით.
უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!
5 გაზიარება
კომენტარები