ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს შორის საზღვრების დადგენის საკითხი ერთი წლით გადავადდა

დაღესტანის სახალხო ყრილობის თავმჯდომარის, ხიზრი შიხსაიდოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში მიიღო გადაწყვეტილება, ჩეჩნეთთან საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესები 2020 წლისთვის გადაიდოს

„სამთავრობო დონეზე გადაწყდა, რომ საზღვრებთან დაკავშირებით მოსაგვარებელი საკითხები მომდევნო წლისთვის გადაიწევს. ამ პერიოდში მოხდება შესაბამისი მომზადება, დოკუმენტების შესწავლა და 2020 წლიდან აღნიშნულ სამუშაოებს გავაგრძელებთ. მასში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ჯამათები და ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროდ იქნება შესრულებული.“

„რაიმეს დაბრუნებაზე საუბარი არ არის, ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად გადავწყვეტთ. უამრავჯერ მომხდარა მსგავსი ფაქტები, მაგრამ სასურველს ყოველთვის სამართლიანად ვაღწევდით“ – განაცხადა შიხსაიდოვმა.

2018 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთს პრეტენზია აქვს ინგუშეთის სუნჟენსკის რაიონის რამდენიმე ნაწილზე, სადაც ინგუშთა კუთვნილი ისტორიული კოშკები და საგვარეულო სასაფლაოებია განლაგებული.

ინგუშურ საზოგადოებაში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ტერიტორიებზე გზების გაყვანა დაიწყეს და მშენებლობები შეიარაღებული დაცვის პირობებში მიმდინარეობდა. ისინი ადგილობრივებს არ უშვებდნენ ამ ადგილებში.

ინგუში აქტივისტები უკმაყოფილებას არ მალავდნენ მეზობელთა ქმედებებით და პრეტენზიებით საკუთარ ხელისუფლებას მიმართეს.

სექტემბრის ბოლოს, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რეგიონებს შორის „თანაბარი“ მიწების გაცვლის თაობაზე, რასაც ინგუსი აქტივისტები არასამართლიანად მიიჩნევენ. მათი შეფასებით ინგუშეთი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა.

ხსენებული შეთანხმება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო, რის გამოც ინგუშეთის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება რეფერენდუმის ან საყოველთაო ხმის მიცემით დაედგინათ რეგიონის საზღვრები.

გარდა ამისა, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, ინგუშეთის მთავრობას ეძლევა სრული უფლებამოსილება, მოსახლეობის ნების გვერდის ავლით პირდაპირ გადასცეს კონკრეტული მიწის მონაკვეთი მეზობელ რეგიონს.

აღნიშნულმა ფართო გამოხმაურება და რამდენიმე თვიანი აქციები გამოიწვია როგორც დედაქალაქ მაგასში, ასევე სხვა ქალაქებში.

დაღესტანში, ადგილობრივი აქტივისტები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ ჩეჩნეთისთვის მხოლოდ კიზლიარის ტერიტორიის ნაწილი გადაეცათ.

კონკრეტულად რა ვერ გაიყვეს ჩეჩნეთმა და დაღესტანმა?

2019 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა ჩეჩნეთის პრეტენზიები დაღესტანის კუთვნილ მეხელთ გუმბეტოვსკის რაიონი სიახლოვეს მდებარე მიწის ნაწილზე. ადგილობრივი ისტორიკოსის და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი კომისიის წევრის, შაჰბან ხაპიზოვის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ნაწილი ოფიციალურად გროზნოს 16 მარტს გადაეცა.

13 თებერვალს ბოტლიხოვსკის რაიონის სოფელ ანსალტის და ცუმადინსკის რაიონის სოფელ გაკკოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთი ამ ტერიტორიებზეც აცხადებდა პრეტენზიებს.

მარტის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია იმაზე, რომ ჩეჩენი ლიდერები არ დაელოდნენ მოლაპარაკებების შედეგებს დაღესტანთან და საკადასტრო მონაცემებში შეიტანეს ნოვომონასტირსკის და კიზლიარსკის რაიონები და მიაბეს ჩეჩნეთის ბოროზდინოვსკის შელკოვსკის რაიონს.

2 აპრილს დაღესტანის სახალხო კრების საიტზე გაცნდა ცნობა, რომელიც ეხებოდა „საზღვრების ცალმხრივი დადგენის დაუშვებლობა“. რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია გაქრა ვებ-გგვერდიდან.

 

წყარო: www.pia.ge

კომენტარები