14 იანვარს უდიდესი მამის – წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა

14 იანვარს უდიდესი მამის – წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა.

ბასილი დიდს უძველესი დროიდანვე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ქართველი ერი.

სწორედ ბასილი დიდის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენი ეროვნული ტრადიცია -ჩიჩილაკის დამზადება, მას მეორენაირად ბასილის წვერსაც კი უწოდებდნენ.
ბასილი დიდი არის ერთგვარი ,,მეკვლე” ძველით ახალი წლის.

შეეწიოს ამ საოცარი მამის ლოცვა – ვედრება სრულიად საქართველოს.

წმინდა ბასილი დიდი წარმოშობით კაბადოკიიდან იყო ისევე როგორც, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი.

გასაოცარია მისი ცხოვრება, მისი ღვაწლი და სიბრძნე.

წმინდა ბასილი დიდმა მთელი თავის ცხოვრება მოწყალებაში გაატარა. იგი მკაცრად იცავდა ეკლესიის ყველა დადგენილებას.

,,წმინდაო მსოფლიო მოძღვარო, ბასილი დიდი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის”.

კომენტარები