14 მაისს წმინდა კორონას ხსენების დღეა. წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა

-„14 მაისს წმინდა კორონას ხსენების დღეა. წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა. 16 წლის გოგონა მეორე საუკუნის წმინდანია. 170 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს.

სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომაელი ჯარისკაცის – ვიქტორის წამება, რომელსაც ქრისტიანობის გამო ჯერ თვალები დათხარეს და შემდეგ თავი მოკვეთეს.

გადმოცემით, ვიქტორის წამებას გულგრილად ვერ უყურებდა მეორე რომაელი ჯარისკაცის მეუღლე სახელად კორონა.  ის უთანაგრძნობდა და ამხნევებდა ვიქტორს. ამის გამო რომაელებმა ისიც  შეიპყრეს, მიაბეს ორ პალმაზე და ორ ნაწილად გაგლიჯეს.

მოგვიანებით, ვიქტორიც და კორონაც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ვიქტორის და კორონას ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 14 მაისს და 24 ნოემბერს (ძველის სტილით 11 ნოემბერი)“

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები