14 მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი გაცხადდა

სევერომორსკში რუსეთის შეიარაღებული ძალების მინისთრი სერგეი შოიგუ ჩავიდა. თათბირის შემდეგ წყალქვშა ნავში ხანძრის შედეგად 14 მეზღვაურის გარდაცვალების ტრაგედიის მიზეზი უკვე ცნობილია.

ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავის ეკიპაჟში პეტერბურგის საიდუმლო სამხედრო ქვედანაყოფის ოფიცრები იყვნენ მივლინებულნი. მათი სპეციალიზაცია ექსტრემალურად ღრმა სიღრმეების შესწავლა გახლდათ. გარდაცვლილი ეკიპაჟიდან შვიდი – პირველი რანგის კაპიტანია და ორი – რუსეთის გმირი.

წყაქვეშა ნავი, რომელზეც მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა ხანძარი, საზღვაო ძალების ბაზაზეა განთავსებული. გამომძიებლებმა შესწავლა დაასრულეს. სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ამჟღავნებენ წყალქვეშა აპარატის სახელს, კრემლი აცხადებს რომ აპარატი სამხედრო ფლოტს მეცნიერული საქმიანობისთვის ესაჭიროებოდა. ასევე გასაიდულოებული იყო გარდაცვლილთა ვინაობა, მაგრამ რუსეთის სხვადასხვა ტაძრებში უკვე აღევლინება სამგლოვიარო მსახურება და მამაოებს მოსახსენებლად გადაეცემათ გარდაცვლილების სახელები.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ რომის პაპი, ევროპელი პოლიტიკოსები და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

ყველა გარდაცვლილი მეზღავაური წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოებზე.

კომენტარები