14 ოქტომბერს სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)  აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება.

წელს 14 ოქტომბერი სამუშაო დღეს –  ორშაბათს ემთხვევა.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

 

კომენტარები